Ethiopia -ფოტოდღიურიები ომოს ველი

April 1, 2013

 

  

მათი ფოტოები რომ ვნახე ,წამში ამიტანა სურვილმა, რომ თავად მენახა ისინი. ეს წამიერი სურვილი წლები გრძელდებოდა და მოსვნებას არ მაძვლევდა. ფიქრის ნაწილი გახდა, რომელიც ადრე თუ გვიან რეალობად უნდა გადაქცეულიყო. ყველაფერს თავისი დრო აქვს და აი მოვიდა მისი დროც..... ომო ...... ეს სახელი მუდამ ტრიალდებდა ჩემს გონებაში.... ეთიოპიის ყველაზე იდუმალი ნაწილი...... ერთ ველზე თავმოყრილი რადიკალურად განსხვავებული ტომების ხალხი. თავისი წესებით, ენით, ქცევით, ჩაცმულობით.... ესთეტიკის საოცარი შეგრძნებით...

პირველი კითხვა .... ვიზა სად კეთდება ? მეგობარს დავურეკე..... მაგრამ მან უფრო მეტი მითხრა, ვიდრე ველოდი : ..... იცი, მინდია, ახლახანს დაინიშნა ჩვენი ელჩი ეთიოპიაში პირველად და ვეცდები შეგახვედრო.....ელჩთან შეხვედრა შედგა..... ძალიან ძვრიფასია ის განცდა, როდესაც იწყებ პრიექტს და გვერდში გიდგანან ადამიანები, რომლებსაც მთელი გულით სურთ შენი წარმატება,  სწორედ ასეთი სურვილით დამემშვიდობა ბატონი ვახტანგ ჯაოშვილი :  ''შევხვდებით ადისში'' (ადის აბებაში) 
 

პროექტის განსახორციელებლად ბევრი რამაა საჭირო , ორგანიზება, ვიზა, ბილეთი, დაბეჭდვა, დარბაზი , ფინანსები......  რამდენიმე თანხმობა და პროექტიც დაიძრა... თიბისიბანკი, ლაიფ ტაიმი, ფოტო ცენტრი, გურიელი, საქართელოს ეროვნული მუზეუმი  და საქართველოს საელჩო ეთიოპიაში.... ყოველი მათგანის სურვილი იყო ამ პროექტის წარმატებით დასრულება და ახლა უკვე ჩემზე იყო დამოკიდებული ყველაფერი.....

- დამირეკეს.....  ვიზა ჩამოვიდა, წამში გულისცემა შემეცვალა :) მივედი და რას ვხედავ, თებერვლის მაგივრად იანვარი წერია, პასპორტი რომ მომცეს, უკვე იანვრის მესამე კვირა იყო დაწყებული.... შემთხვევით არაფერი ხდება ... აუცილებელი იყო თებერვლის თვეში ჩემი საქართველოში ყოფნა.
 

 

ჩემი პასპორტი კატაობდა თბილისი ანკარის მიმართულებით .  იქით-აქეთ,მაგრამ ეთიოპიის საელჩოს (ანკარაში) სულაც არ სურდა შეცდომა ეღიარებინა.  დრო საშინლად გაიწელა ... კონკრეტული პასუხი არჩანდა. საგარეო საქმეთა სამინისტრო ძალ-ღონეს არ იშურებდა, რომ  შეცდომით გაცემული ვიზა გადაეკეთებინა ანკარის ეთიოპიისსაელჩოს.

- შენ ვერც კი წარმოიდგენ, აქ რა ხდება ... მაგრამ ყველანაირად ვეცდები, რომ ვიზა საზღვარზე მოგცენ,- მითხრა ჩვენმა კონსულმა ეთიოპიაში, ბატონმა შაკო დათიაშვილმა.   ორი სიტყვით აღმიწერა ის ადგილი, სადაც ჩემი საბუთიუნდა აეღო, მაგრამ დამიჯერეთ ამის წარმოდგენა შეუძლებელია. როდესაც ჩავუარეთ იმ დაწესებულებას,უწესრიგო რიგი მეორე ქუჩის ბოლომდე იყო და შიგნით წარმომიდგენია  რაც მოხდებოდა. მრავალგზის მოთხოვნის შემდეგ, მივიღეთპასუხი.... -მინდია, შეგიძლია წამოხვიდე.  და მესამე დღესვე გავფრინდი.  რომ არა ჩვენი კონსულის ასეთი მონდომება,კიდევ დიდხანს გადაიწევდა ჩემი ეთიოპია.
 

 

მურსი, არი, წამაი, ბენე, დასონეჩი, კარო, დორზე, ერბორე, ჰამერი....ეს იმ ტომების ჩამონათვალია რომელიც თავს იყრის ერთ ველზე ..... მას ომო ჰქვია.....  სხვადასხვა ქვეყნის კყლტურის გზაჯვარედინი. ასეუწოდეს ამ ადგილს, ეთიოპიის სამხრეთ ნაწილში. ომო თავიდანვე კონკურსგარეშე იყო ჩემთვისაფრიკის სხვა  ქვეყნებთან შედარებით.

ათასი აზრი ერთად ტრიალებდა.....  რა როგორ იქნება? სად? როდის?  და ასე შემდეგ.... დეტალები ადისში უნდა გამერკვია.... თითქოს საათის მექანიზმი მომართესო, გამართული წიწიკით აეწყო ყველაფერი..... მოზღვავებულიენერგია ერთიანად დაიძრა და დაგეგმილ ოცნებას ნაბიჯ-ნაბიჯ მივყევი....... თუმცა, როგორციტყვიან ''სულმა წინ წინ გეიპარა :) ''
 

-''რამდენ ხანში მოხვალ? '' მივწერე მძღოლს ... დილის 7 საათია... -''2 წუთში მანდ ვარ'' ზეპუნქტუალური ადამიანისახელად დეჯეენ... შემოკლებით DJ .....  

დედაქალაქი 2355 მეტრზეა ზღვის დონიდანდა და ტემპერატურაცსაკმაოდ გაზაფხულისეულია. ჩვენ კი დავეშვით სამხრეთში, ომოს გავარვარებული ველი მელოდება...... 8 საათიანი გზაა პირველ დღეს გასავლელი, თუმცა დრო სხვანაირად გადის.... უცხო გარემოსთვალიერება და გადაღება დროის შეგრძნებას ყოველთვის ამცირებს. 
 

ძალიან მომეწონა აქაური სოფლების სახლების წყობა. ყველა სახლი გზის გასწვრივ არის ჩამწკრივებული და ფაქტიურად,მთელ სოფელს ხელის გულზე ხედავ....  რა თქმაუნდა მათი ორღობეც და ცენტრალური ქუჩაც ერთი გზაა .... მეც მეტი რა მინდა :)

ჩამოცხა, უცებ შეიცვალაკლიმატი და აფრიკა უფრო საგრძნობი გახდა....... რამდენიმე საათი ბანანის პლანტაციებს მივუყვებოდით, ბაბუინები კი უკმაყოფილო სახით გვადევნებდნენ თვალს რადგან წესიერადარ ვაცლიდით შუა გზაზე გაშხლართულ წოლას :)  
 

ჭენჭასკენ უნდა ავუხვიოით, იქ დორზის (მქსოველების) ტომის სოფელია ... პალმებში ჩაფლული. სპილოს თავის ფორმის სახლები, გაჭვარტლული ინტერიერით და შესაბამისი სურნელით.... სოფლის შესასვლელში ზე ტურისტული და ძალიან გამაღიზიანებელი სიტუაციაა, დორზელები ცდილობენ რომ მოგხიბლონ თავიანთი საქმიანობით და შემდეგ ფოტოს გადაღებისთვის საზღაურიც მიიღონ ბირის სახით.

 მცირე ინფორმაცია ადგილობრივ გიდზე ... ყველა ტომის სოფელში ადგილობრივი გიდი გხვდება . მათ გარეშე სოფელში არ შეგიშვებენ, რა თქმა უნდა გიდის და სოფლის ფული ცალკე უნდა გადაიხადო. გიდი აუცილებელია ტურისტის და ტომის ხალხის ურთიერთობისთვის, მაგრამ ამ დახმარებას გიდების მცირედი ნაწილი ასრულებს :))) ყველა მათგანი ცდილობს 15 წუთში დაასრულოს თავისი ''მოღვაწეობა'' , გამოგყვეს, ხელი შეგიშალოს, კადრში მოხვდეს და ასე შემდეგ.... ჩემმა პირველმა გიდმაც მალევე გამომიცხადა ჩვენი ექსკურსია აქ დამთავრდაო :)))))))))))))) როგორი იმედი ჰქონდა, რომ იქ დამთავრდა :)) პირდაპირი მნიშვნელობით დაგეშილი შევვარდი :))) გადაღების ჟინი არ მასვენებდა და დაასრულა ექსკურსია :)))))))))))) -დაღლილი ხარ ??? ვკითხე.-არა.-სწრაფად სიარული შეგიძლია ?-რა თქმა უნდა...-ხოდა, წამოდი ახლა, თუ გინდა გამომყევი და ნამდვილი სოფელი მანახე. ეს ვიტრინა არ არის ჩემთვის საინტერესო. კვლავ დარწმუნებუნებული იყო, რომ მალე მომიშორებდა თავიდან და კარგიო, დამთანხმდა :)))))) მეცინება ამას რომ ვწერ, რადგან მახსენდება 2 საათის შემდეგ აქოშინებული რომ მივიდა ჩემს მძღოლთან და ეს ვინაა რა უნდაო ? :)))))) მძღოლმაც ძალიან იხალისა, ''ლოკალგიდზე'':) მაგრამ, სამაგიეროდ, ვნახე რეალური სოფელი და ძალიან კმაყოფილი დავრჩი, რომ არაფერი ვთქვა ჩემს გამყოლზე :)

მამაკაცები ქსოვენ თან კარგად, ზეოსტატები არიან. რატომ კაცები და არა ქალები-მეთქი, ასეთი ქსოვა ძალიან ძნელია და ქალები ვერ უძლებენო. მართლაც, რამდენმე წუთი რომ უყუროთ 10 კომბინაციას რიტმულად როგორ ასრულებს დორზელი მქსოველი კაცი, ცქერით დაიღლებით.