INDIA

June 1, 2012

 

 Mcleod Ganj - ჰიმალაის მთებისკენ12 საათიანი მგზავრობა იმითი დაიწყო, რომ კონდეციონერი გაფუჭდა ერთ საათში და მთელი გზა ცხელ ჰაერში ათქვეფილი მტვერი დიდი ნაკადით შემოდიოდა ავტობუსში. რამდენიმე საათში მძღოლდთან და სიცხესთან ჯიკაობით დაღლილი მგზავრები პირდაპირი მნიშვნელობით გაითიშნენ .გრილმა ნიავმა გამაღვიძა , მივხვდი რომ ვუახლოვდებოდი მიზანს. ამ ხნის მანძილზე პირველად ჩავისუნთქე სრული დატვირთვით ჯანსაღი ჰაერი. საოცარი შეგრძნებაა როცა სუნთქავ და ენერგია მატულობს თანდათან .

 

დილა მშვიდობისა საქართველო. მზის შუქმა გამაღვიძა, მოკრიალებული ცაა და გრილი ჰაერი, არწივების წივილი ისმის პერიოდულად. იმედია დღეს მუსონური წვიმა არ გადაუვლის აქაურობას , თქეში+სეტყვა+ქარი . პირველივე საღამოს გემრიელად დასცხო, ერთ მაღაზიას შევაფარე თავი , მეპატრონემ ‘’გამახარა’’ ძალიან, იცი ეს პირველი მუსონის ნიშანია , ამის შემდეგ თითქმის ყოვე დღე იწვიმებსო და არც შემცდარა. დალაი ლამას მონასტრისკენ გავუყვები დღეს, როგორც მითხრეს რაღაცას ზეიმობენო, შესაბამისად ხალხმრავლობა იქნება ანუ საჩემო სიტუაცია   ღიმილიან დღეს გისურვებთ   26.06.12 India- Mcleod Ganj

 

Mcleod Ganj- (ტალუ, ძველი სახელი) ჰიმალაის მთებშია ჩაფლული.2000 მეტრი ზღვის დონიდან. ამ სეზონზე ერთერთი საუკეთესო ადგილია

 

ეს ფოტო ჩემი სასტუმროს აივნიდან გადავიღე , ძალიან ახლოს დაფრინავენ. ან ეს ადგილია მათთან ახლოს 

 

პატარა ტიბეტი.ამ მიდამოებში ტიბეტელი ლტოლვილები ცხოვრობენ უკვე 59 წელია.იმდენად განსხვავებულია ყველაფერი რომ გგონია სხვა ქვეყანაში ხარ.

 

საკმარისია რამდენიმე წამით შეხედო რომ იმ წამსვე გაგიღიმებს , უთბილესი ხალხია . დადიან მშვიდად, ლოცულობენ, იღიმებიან 

აქ არის დალაი ლამას რეზიდენცია, რის გამოც უამრავი ტურისტია ამ პატარა ქალაქში.

ჩვენებურად-ხინკალიტიბეტურად- მომო კარტოფილის და ქათმის.ესთეტიურადაც და გემოთიც ჩვენი ნაწარმი ლიდერობს :))))))ამასაც არაუშავს

პორტრეტებისთვის იდეალური ადგილი, ........... თუ არ სურს სურათის გადაღება არაფერს გეტყვის, უბრალოდ თავს დახრის ...............

პატარა ბერები...........სადაც გაივლიან ყველა ეფერება , ყევლას უყვარს , ყველას სურს მათთან სურათის გადაღება , მშვიდად რამდენიმე წუთი ძლებენ. იწყებენ ანცობას   რის გამოც ხშირად უფროსებისგან შენიშვნებს იღებენ. დამჯერები არიან, მხოლოდ რამდენიმე წუთით 

იფიქრებ რომ ზოგიერთ ბერს ჩაეძინა მაგრამ ახლოს თუ მიხვალ გაიგონებ გუგუნს...... ის ლოცულობს.......... ომმმ მანი პადმე ჰუ

უეცრად პატარა ზარი გაიწკარუნებს , ასობით ადამიანი ჩუმდება , იწყებს ერთი , რომელიც ტაძრის გულში ზის , და თანდათანობით ერთვება ყველა , ლოცვა გუგუნი ზარები ........ და დაბალი ბგერების კრებული...... გულიდან ამოსული....

წელიწადში ერთხელ 5 დღის განმავლობაში სანამ დღის შუქია უცნაურ ხმებს გაიგონებთ ტაძრის გარშემო ...ორი უზარმაზარი საყვირი და რამდენიმე დოლი........ ზარების წკარუნი.......... გამიმართლა ამ დროს, რომ აღმოვჩნდი აქ.

ყოველთვის განსაკუთრებული შეგრძნებაა როდესაც ადგილს ტოვებ.... აფორიაქებული ხარ......ყველა ადგილს თავისი ხიბლი აქვს და რამდენადაც მომხიბვლელია იმდენად გენატრება...... აქ ღიმილის ოსტატობამ მომხიბლა... წვრილი თვალები უფრო უწვრილდებათ და ეს ღიმილი იმდენად სასიამოვნოა რომ მოთხოვნილება გიჩნდება კვლავ მიიღო დადებითი ენერგიის სახით..... თბილები არიან ნეპალელები........5 ღამეა ამ პატარა ქალაქში ვარ, დილით კიდევ შემოვივლი გაჭედილ, ვიწრო ქუჩებს და დავეშვები უფრო საინტერესო ადგილებისკენ :))))) მთავარია მუსონებმა არ იჩქარონ იქით სადაც გეზი მაქვ